სამართალი
საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ტროტუარზე ცდილობდნენ, თუმცა სამართალდამცავები უფლებას არ აძლევდნენ.
აჭარის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ კარვის გაშლა მხოლოდ სკვერში შეუძლიათ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაიმართა.
საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან 63- ე დღეა მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.