საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრამდე პერიოდში საქართველომ ექსპორზე 9,1 ათასი ტონა ვაშლი გაიტანა, რაც ექვსჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ექსპორტის 99,1% რუსეთში განხორციელდა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ვაშლის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი ექვსჯერ გაიზარდა და 5,8 მილიონი დოლარი შეადგინა.
რუსეთში ექსპორტირებულია 9.026 ტონა. ქართული ვაშლი ასევე გავიდა ყაზახეთში (60 ტონა), თურქეთსა (21 ტონა) და სომხეთში (2 ტონა).
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო.
2024 წელს სახელმწიფომ, გასული წლების მსგავსად, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა განახორციელა, რომელიც 15 დეკემბერს დასრულდა.