რელიგია
„ღმერთმა ინებოს, რომ საქართველო გამთლიანდეს. მე მინდა, დიდი სიყვარულით და სასოებით მივმართო ჩემს მრევლს - მორწმუნე ადამიანებს აფხაზეთში: ჩვენ ვიყავით ერთად და უნდა ვიყოთ ერთად. თუ გვინდა აფხაზეთისა და საქართველოს გადარჩენა, უნდა ვიყოთ ერთად, რომ მტერმა ვერ დაგვძლიოს. მინდა, დავლოცო ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართველები და ოსები. ეს არის ძირძველი ქართული მიწა-წყალი და ჩვენ ერთად ბედნიერები ვიქნებით“, – ბრძანა პატრიარქმა.