საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის გამო, უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა, რომელიც დღეისთვის არის დაგეგმილი, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ფიცოს თქმით, სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს, რომ არსებობს „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე.
„არსებობს გეგმები, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციების და ადმინისტრაციული შენობების დაკავების გზით სლოვაკეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს. მოდელი, რომელიც მზადდება არის ძალიან მარტივი და ბევრ ქვეყანაში აპრობირებული. შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებში და ასევე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის მაიდანში, ეს ჯგუფი სხვადასხვა წყაროდან ფინანსდება“, - განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.