უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი ილჰამ ალიევს შეხვდა

 საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„კიდევ ერთხელ გამოვხატე მწუხარება „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნისა და დაღუპულების გამო. ავიაკატასტროფის ადგილიდან მტკიცებულებები აშკარაა და აუცილებელია რუსეთზე ზეწოლა განხორციელდეს, რათა იძულებული გახდეს სიმართლე თქვას“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში გამართული შეხვედრის შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების, უკრაინასა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობის გაზრდისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

interpressnews.ge