დღეს ყველა ვისაც არ ეზარება ცდილობს ტრამპის საინაგურაციო სიტყვის ახსნა-განმარტებას და მომავლის წინასწარმეტყველებას, რაც სხვა არაფერია, თუ არა დილეტანტების მკითხაობა ყავის ნალექზე. მკითხველთა აუდიტორიის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ იმ მოცემულობის ელემენტარულ ანალიზს, რაც უკვე გაგვაჩნია. თუმცა, ამერიკის ახალი პრეზიდენტის ფანტასტიკური პროდუქტიულობის გათვალისწინებთ, რომელმაც ხელი მოაწერა ათეულობით განკარგულებას მისი ინაუგურაციისთანავე, ღრმა ინტერპრეტაციებისა და პერსპექტიული ვერსიების დასახვის საჭიროება სრულიად ზედმეტია - ოღონდაც კი ტრამპის რიტმს ფეხი აუწყე და არაფერი გამოტოვო! ეს აიხსნება იმით, რომ ტრამპს არ სჭირდება ადაპტაცია და მოთელვა - ის სრულიად ყველაფრის საქმის კურსშია და გაცილებით უკეთ, ვიდრე წინამორბედი ბაიდენის ადმინისტრაცია! ტრამპმა გაითვალისწინა თავისი პირველი პრეზიდენტობის გაკვეთილები, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კვლავაც რჩებოდა ამერიკულ პოლიტიკაში, რადგან თავს იცავდა ბიუროკრატიისგან, დიდი ძალისხმევით რომ ლამობდა ექსპრეზიდენტის გამოჩენილი პოლიტიკური ფიგურის განადგურებას. დღეს ჩამოჰკრა ანგარიშსწორების საათმა და თუ ტრამპი ცოცხალი დარჩება - არ გაიზიარებს პრეზიდენტ კენედის ბედს, რომლის მკვლელობის საქმეზეც გასაიდუმლოების გრიფის მოხსნას აპირებს, ყველა უსამართლობაზე პასუხისმგებლებს დამსახურებული სასჯელი მიეგებათ.
ამიტომ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვის მხოლოდ ნიჭიერი შოუმენის მორიგი შოუს ელემენტად მიჩნევა დიდი შეცდომაა - შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის ყოველი წინადადება წარმოადგენდა თეზისს - საპრეზიდენტო პროგრამის კონკრეტულ პუნქტს როყიო სიტყვებს გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა რა თქვა ტრამპმა, მნიშვნელობა აქვს როგორ თქვა, რადგან ის ბაიდენივით ჭკუასუსტი როდია! ტრამპი გახლავთ პოლიტიკოსი და ოლიგარქი, რომელმაც თავისი ინაუგურაციის დღეს საკუთარი კრიპტოვალუტა - მემკოინები TRUMP და MELANIA გამოუშვა! დიახ, ტრამპმა თავადაც იცის, რომ მისი ყველა დაპირება ვერ შესრულდება, მაგრამ, როგორც გამოცდილმა ოქროს მაძიებელმა, საგანგებოდ „შემოღობა უზარმაზარი ნაკვეთი“, რათა რეალურად დაეუფლოს „უფრო მცირეს, მაგრამ ოქროს საბადოიანს“. ტრამპი ნამდვილად არ წაიბორძიკებს ტრაპზე, როგორც მისი წინამორბედი, მაგრამ მეტისმეტად ციცაბოა „ტრამპლინი“, საიდანაც ის ოვალურ კაბინეტში შეფრინდა - ფეხის დაცდენისას, დაცემა ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე ბაიდენისთვის ტრაპიდან წაბორძიკებისას!
მოდი გადავხედოთ ტრამპის უდავოდ ბრწყინვალე გამოსვლის რამდენიმე ძირითად პუნქტს, რომლებსაც რეალური დატვირთვა აქვს საქართველოსთვის და არა ჰოლივუდისთვის. უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის უპრეცედენტო სიმამაცე და პირდაპირობა შესანიშნავი მაგალითია საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომლის ხელმძღვანელებმაც ბოლო ხანს გაბედეს სიმართლის თქმა, მაგრამ არა ბოლომდე. "ამერიკა უპირველეს ყოვლისა!" - ეს ფორმულა ჩრდილავს ყველა შეთქმულების თეორიას, თუკი ასეთები არსებობს.
ტრამპი - ესაა უზარმაზარი ქვა ქართული ოპოზიციის საფლავზე, რადგან თავად იწვნია ამერიკული ოპოზიციის ცრუ ბრალდებები მოსკოვთან „ფარულ თანამშრომლობაში“ და არ დაუჯერებს ქართული ოპოზიციის მსგავს ცრუ ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ვითომდა დიქტატორული და პრორუსულია. ჯიგარსონმა დონალდმა კარგად იცის დებილსონი ჯოს (უილსონის) და მსგავსი ვიგინდარების ფასი, რომლებიც ფულის სანაცვლოდ სხვადასხვა რიტუალურ მომსახურებას ეწევიან. მაგალითად - „ფოტოსესია ცნობილ ადამიანებთან ერთად“: სალომე ზურაბიშვილი - ტრამპის ვაჟთან და აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანთან; ან „ინაუგურაციაზე მოწვევა“: სალომე ზურაბიშვილი ფოიეს უკანა რიგებში ინაუგურაციას თვალს დიდ ტელეეკრანზე ადევნებდა.
მილიარდერი ტრამპი, რომელიც ინაუგურაციაზე გარშემორტყმული იდგა თავისი მილიარდერების გუნდით - მასკით, ბეზოსით და ცუკერბერგით, ბრმად არ დაუწესებს სანქციებს მილიარდერ ივანიშვილს. დიდი ალბათობით გააუქმებს უკვე შემოღებულს, როგორც უკვე გააუქმა ბაიდენის მრავალი განკარგულება - მყისიერად ინაუგურაციის დასრულებისთანავე.
პრეზიდენტი ტრამპი სულელ მასხარა სალომესა და სამარცხვინო მოსყიდული კონქრესმენ დებილსონის ყალბი დასმენების საფუძველზე არ დასჯის საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ - ამერიკული FARA-ს მსგავსი, რომელიც დაეხმარება ტრამპს მის წინააღმდეგ მებრძოლი "Deep State"-ის, ანუ მისი მტერი მილიარდერების გამოაშკარავებაში.
ტრამპმა, რომელმაც თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ამიერიდან არსებობს მხოლოდ ორი - მამრობითი და მდედრობითი სქესი და ეს, აქაოდა, შეერთებული შტატების მთავრობის პოლიტიკაა, არ დასჯის საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო კანონი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის წინააღმდეგ. მეტიც, ეს სასიკვდილო დარტყმაა ქართული ოპოზიციისა და მათი მფარველებისთვის ევროკავშირსა და აშშ-ის კონგრესში, რომლებიც მხარს უჭერდნენ გენდერულ მრავალფეროვნებას და მუქარნარევი შანტაჟით მოითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან ორივე ზემოაღნიშნული კანონების გაუქმებას!
აშშ-ის ახალი ლიდერი, რომელმაც თავის გამოსვლაში საკუთარ თავს მშვიდობისმყოფელი უწოდა და პირობა დადო, რომ ყველა ომს შეაჩერებდა, კეთილგანწყობილი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი, რომელსაც 12 წლის განმავლობაში, მიუხედავად დასავლეთის (მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის) და უკრაინის უპრეცედენტო ზეწოლისა, არ დაუწყია ომი რუსეთის წინააღმდეგ - არ გაუხსნია „მეორე ფრონტი“ აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში.
პრეზიდენტი ტრამპი, რომლის განცხადებითაც „ამერიკული ოცნება“ მალე დაბრუნდება და აყვავდება ისე, როგორც არასდროს, ტრამპი, რომელმაც ყველა ნარკოკარტელი გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად, კეთილგანწყობით მოეკიდება „ქართულ ოცნებას“, რომელიც 12 წელია აწარმოებს უკომპრომისო ომს საქართველოში ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ - და უარყოფითად მოეკიდება ქართული ოპოზიციის „გირჩებს“, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის იბრძვიან!
და ბოლოს = ტრამპი, რომელმაც თავისი ერთ-ერთი განკარგულებით დააბრუნა სიკვდილით დასჯა და დაავალა გენერალურ პროკურორს, მიმართოს ამ მექანიზმს, როცა საქმე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მკვლელობას ეხება, რა თქმა უნდა, არ იქნება კეთილგანწყობილი ქართული ოპოზიციის მიმართ, რომელიც ქართული პოლიციის თანამშრომლებს „მოლოტოვის კოქტეილებით“ ბუგავდა!
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 22 იანვარი
საქართველო, თბილისი