სამართალი
ირაკლი კობახიძე თურქეთში ტრაგედიის გამო პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს უსამძიმრებს.

საქართველოს მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.

ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტის სასტუმროში გამანადგურებელი ხანძრის გამო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს და სოლიდარულნი ვართ თურქი ხალხისადმი“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი დღეს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამთო-სათხილამურო კურორტზე ხანძარს ემსხვერპლა 66 ადამიანი, დაშავდა 51. კარტალკაიას სათხილამურო კურორტი სტამბოლიდან 270 კილომეტრში მდებარეობს.