პოლიტიკა
საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„გულითადად ვულოცავ აშშ-ის ახალდანიშნულ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს. მე მოუთმენლად ველოდები ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას და კავშირების გაძლიერებას. ღრმად მჯერა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის!“, – წერს მაკა ბოჭორიშვილი.
მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად 20 იანვარს დაამტკიცეს. სენატმა გადაწყვეტილება ერთხმად, 99 ხმით მიიღო.