პუბლიკაციები
ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებითა და ე.წ. ბალაკლავებით მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს

 საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. „არა პოლიციურ რეჟიმს, ცეცხლი ოლიგარქიას!“ - ამ სლოგანით ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეები, რომლებიც თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართნენ და იქ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებმა დაიკავეს მელიქიშვილის გამზირის საავტომობილო გზის ნაწილი.

მსვლელობის მონაწილეებს უკეთიათ ე.წ. „ბალაკლავა“ და ნიღაბი ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. მათი განმარტებით, ამგვარად ისინი პროტესტს და დაუმორჩილებლობას უცხადებენ ე.წ. ოლიგარქიულ რეჟიმს და იმ კანონს, რომელიც საჯარო სივრცეში „ბალაკლავას“ ტარებას კრძალავს.

მათივე განმარტებით, ასეთი აქციები გაიმართება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდებიან აქციების დროს დაკავებულები და არ დაინიშნება არჩევნები.