საზოგადოება
აშშ-ის საელჩო: აშშ გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ

 საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ქმედებები ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მსგავსი ქმედებები, რომლებიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.