უცხოეთი
საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი სერგეი კაპირკინი დაიბარეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ელჩს გადაეცა საპროტესტო ნოტა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხის ეთერში გასული გადაცემის გამო, სადაც სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ხელოვნურად შექმნილი ნარატივები გაჟღერდა“.
1tv.ge