აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს

 საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

პაპუაშვილმა აღნიშნული სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

არ ვაპირებ, ჩავერიო საფრანგეთის შიდა პოლიტიკაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგების 61% მხარს უჭერს პრეზიდენტ მაკრონის გადადგომას და 50%-ს სურს ეროვნული ასამბლეის დაშლა, ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ცნობისთვის, „ლე ფიგაროსთვის“ ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი ათი გამოკითხულიდან ექვსი ემანუელ მაკრონის გადადგომას ემხრობა. კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონის თანამდებობიდან წასვლას რესპონდენტთა 61% უჭერს მხარს.