საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და მშვიდობის მალე დამყარება სურთ, მაგრამ ამისთვის უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლაა აუცილებელი, განაცხადა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ „უკრაინაში რუსი ხალხის მიმართ სიძულვილის აღძვრა და ამის შეიარაღებულ კონფლიქტში გასაზრდა მოხერხდა“, იმაზე მეტყველებს, რომ ამ ყველაფრის განხორციელებაზე „დიდი ძალები იყო გადასროლილი“.
„მჯერა, რომ ეს მოკლევადიანი ფენომენია, ნარკოზის მსგავსი... ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ერთიანი ხალხის დაშლას ისახავს... მაგრამ იმისათვის, რომ ეს სწრაფად მოხდეს, გულწრფელად გეტყვით, საჭიროა შეიცვალოს უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკური ორიენტაცია“, — აღნიშნა რუსმა პატრიარქმა.
ამასთან კირილს მიაჩნია, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე ხმამაღლა ოცნებას ბევრი ვერ ბედავს, „ვინაიდან ეს სახიფათოა და ამას შესაძლოა სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიები მოჰყვეს“.