საზოგადოება
ჯო უილსონი: ქართული კოშმარის არაღიარების ორპარტიული აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად

 საქართველო, 6 იანვაი, საქინფორმი. ქართული კოშმარის არაღიარების ორპარტიული აქტი შემუშავებულია და მზადაა წარსადგენად!, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა.

ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს. აშშ არ აღიარებს ივანიშვილის პრო CCP-სა [ჩინეთის კომუნისტური პარტია] და პროირანულ რეჟიმს!”, - წერს „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და შესაბამის დოკუმენტს ურთავს.