საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამდეგ ახალ წელს ულოცავს.
„თქვენო აღმატებულებავ, გიგზავნით კეთილ სურვილებს, სიხარულით სავსე და წარმატებულ ახალ წელს გისურვებთ. გულწრფელად თქვენი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი“, – ნათქვამია მილოცვაში.
როგორც მილოცვის ტექსტში ყასიმ-ჟომართ თოყაევი აღნიშნავს, ყაზახეთი უაღრესად აფასებს საქართველოსთან მტკიცე პარტნიორობას.
„დარწმუნებული ვარ, თქვენი უფლებამოსილების პერიოდში, თქვენი მშვენიერი ქვეყანა გააგრძელებს მტკიცე პროგრესს კიდევ უფრო აყვავებული, ჰარმონიული და მედეგი საზოგადოების მშენებლობის გზაზე. ყაზახეთი უაღრესად აფასებს საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას, რომელიც დაფუძნებულია მტკიცე მეგობრულ კავშირებსა და ურთიერთპატივისცემაზე. მზად ვარ, ერთობლივად გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები მრავალმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად ჩვენი ერების საუკეთესო ინტერესებისთვის. გისურვებთ წარმატებებს თქვენს კეთილშობილურ საქმიანობაში, ასევე საქართველოს მეგობარ ხალხს უწყვეტ წინსვლასა და კეთილდღეობას“, – აღნიშნულია ყასიმ-ჟომართ თოყაევის მისალოც ტექსტში.