პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილის ორიოდე შეკითხვა ქუჩაში მოხეტიალე ბედოვლათებს და არა მარტო მათ

 საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. „დილით ქუჩა ლისტოვკებით აჭრელებული დამხვდა. რატომ ლისტოვკებით, და არა სარეკლამო ფლაერებით, ფრაერებს რამე უვარგისს რომ ტენიან, და არა პოსტერებით, ზოგს პოსტთან რომ ერევათ? იმიტომ, რომ გაცნობისას მიხვდი - ფაიზაღი ბოლშევიკების დაბეჭდილია ავლაბრის ტიპოგრაფიაში! აბა, თბილისის რომელი სტამბა დაბეჭდავდა ასე სწრაფად და ხარისხიანად ამ მრავალტირაჟიან პოლიგრაფიულ პროდუქტს? რიტორიკული შეკითხვაა, ყველამ იცის, თუ რომელმა.

მეორე შეკითხვაა - რატომ მფარველობს მთელი თავისი გზა „ქართული ოცნება“ ამ ჰოლდინგს, რომელიც უკვე არც ერთ ხოლოდილნიკში არ ეტევა და ხელისუფლებას ძირს მეთოდურად უთხრის. კარგი, უმადურობა და ძირის მოთხრა სალომესკენ იყოს, "სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხაროო", წანასწარ რომ გაგვაფრთხილა, მაგრამ ჩვენ ვერ მიხვდით, დავცინეთ...

ვუბრუნდები ლისტოვკებს, რომლებიც თავიდან ხელისუფლების მეგონა - აბა დღისით-მზისით, სახლების კედლებსა და კარებზე ამ რაოდენობის წებოვანი პლაკატების დაუსჯელად მიწებებას ვინ გაბედავდა? მითუმეტეს, თუ ეს ღამე ხდებოდა - როგორ დაუშვებდა პოლიცია ღამე რაღაც ჯგუფების გადაადგილებას და კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, თუ ორთაჭალის მანდატით არ მოქმედებდნენ?! ორთაჭალაში ვგულისხმობ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისს, და არა ბედოვლათ სეფაშვილს, ორთაჭალამ წითელი ღვინო რომ ჩამოუსხა...

ახლა მთავარი: ლისტოვკების უკან, მისი კრეტინი შემქმნელის ჩანაფიქრით, უნდა "ვყლაპოთ", რომ "მესამე ძალა" დგას - პრადვინუტი ახალგაზრდა ევროქართველები, რომლებისთვისაც ერთნაირად მიუღებელია ნაცობა და ქოცობა, „ორიტრუპიმჭირდება“ და მისი „მარჯვენა ხელი“ ხარება. ანუ „რუსეთს ვაპროტესტებთო“ - დღეს რომ ყვიროდნენ ჯაჭვში (მერე, ალბათ, ცას გააპროტესტებენ, მტკვარს და ბოლოს ხალხს). „ნაცი ქოცია!“ - პირდაპირ აწერია ერთ-ერთ ლისტოვკას. იბადება ლოგიკური  შეკითხვა - აბა თქვენ ვინ, რა რჯულის ბრძანდებით, ბიძია? ვისიანები ხართ, ჯიგრებო? ინოპლანეტელები თუ ალტინფოელები, იუზგარ? ვინ არიან თქვენი მშობლები, თუ არა ქოცები და არა ნაცები? თითით, თუ ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ხომ არ ხართ?! ისე პირველს უფრო ჰგავხართ...

ჩემი ვარაუდით, თქვენი მშობლები ნაცები არიან, ოპოზიციისთვის გაქვთ ხმა მიცემული დიდიან-პატარიანად, და არა მარტო - ხმა. მაშ, გამოდის, რომ პავლიკ მოროზოვები ხართ, საკუთარ მშობლებზე უარს რომ ამბობთ?! კარგი, დავუშვათ, იდეინები ხართ იმ დონის, მთელი ეს სტარტაპერები, აიტიშნიკები, ეიჩარები თუ დორჩარები, რომ პრინციპებისთვის საკუთარ მშობელს არ დაინდობთ. კეთილი, მაგრამ მაშინ რა უნდათ თქვენს რიგებში ნოდიებს და ბერძენიშვილებს, პაიჭაძეებს და უგულავებს, ბარამიძეს და ხიდაშელს, თოფაძეს და პეტრიაშვილს, ახუიბარდიას და ხუიხაშვილს, მარგველისშვილს, ბურჭულაძესა და დანარჩენ ჭუჭულაძეებს?!

რაც შეეხება პრადვინუტი ევროქართველობას, მინდა გაგაოცოთ, რომ პავლიკ მოროზოვი თქვენსავით ნამდვილი ევროპელი იყო, თანაც - ოჯახური ძალადობის მსხვერპლი!!! მამამისი, წითელ არმიის ყოფილი უმცროსი ოფიცერი, ბოლშევიკი, კოლმეურნეობის თავჯდომარედ მუშაობდა და გაკულაკებულების ქონებას ითვისებდა - როგორც ნაცები - ბიზნესმენების ქონებას, ღამღამობით კამერებში ნოტარიუსები რომ დაჰყავდათ თავის ბოზ მამიდებზე გადასაფორმებლად! ალკოჰოლიკი, რომელმაც მიატოვა ცოლი და ოჯახი - პავლიკას დედა და მისი სამი ძმა - და საყვარელთან ცხოვრობდა, პავლიკას და დედამისს ყოველდღე გონების დაკარგვამდე ცემდა. რა ექნა პავლიკას? მაშინ ხომ არ იყო იუვენალური იუსტიცია და პოლიცია? ადგა და სასამართლოზე ეს ყველაფერი მოსამართლეს მოუყვა, რის გამოც ბაბუამისმა და ბიძამისმა ტყეში წამებით მოკლეს და მისი უმცროსი - 8 წლის ძმა, როგორც მკვლელობის მოწმე, მიაყოლეს...

ეს ქვეყნის მბრძანებლების საყურადღებოდაც მოვყევი, პავლიკ მოროზოვის მაგალითის უადგილო ადგილას ხშირად რომ მოჰყავთ...

მოკლედ, შეეშვით ამ პოლიტიკურ ძონძებს, ახალგაზრდებო, თქვენ ომი და გაჭირვება არ გინახავთ და ღმერთმა არ ქნას, ნახოთ, მაგრად ხართ მოტყუებული და გოიმურად გამოიყურებით, დამიჯერეთ, ამ სირებს და ქათმებს რომ ემსახურებით! 40 დღე დაყავხართ ქუჩებში, როგორც მოსეს 40 წელი ებრაელები - უდაბნოში... რა ვერ ხვდებით, რომ თავისი ფულების და ძალაუფლების დასაბრუნებლად გიყენებენ?! 

რატომ დასაჯა ღმერთმა მოსე და ებრაელები, შინ რომ დაბრუნდებით, ბიბლიაში წაიკითხეთ ... თუ მთლად არ გაქვთ საკუთარი ტვინით განსჯის უნარი, დღევანდელობასთან ბევრ პარალელსაც შეიტყობთ“, - წერს არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვარდზე.