სამართალი
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა

 საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 3-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა.

დადგენილების თანახმად, უქმეა 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, ასევე 8 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები.

შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.