სამართალი
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზეთში დაუდგენელმა პირებმა ე.წ. დეპუტატის, ადგურ ხარაზიას სახლს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა სოხუმის ცენტრში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ცნობებით, დაუდგენელმა პირებმა სახლს „მაზდას“ მარკის ავტომობილიდან გაუხსნეს ცეცხლი. მომხდარი ინციდენტის შემდეგ ე.წ. დეპუტატის სახლის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავდამსხმელებს ეძებს.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს ადგურ ხარაზიამ აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც გადაიცვალა ე.წ. დეპუტატი ვახტანგ გოლანძია, კან კვარჭია კი დაშავდა. თავად ხარაზია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.