რელიგია
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. დაე, ომისგან განადგურებულ უკრაინაში იარაღის ხმა შეწყდეს, - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ ტრადიციულ საშობაო მიმართვისას განაცხადა.
საშობაო მიმართვისას რომის პაპმა „მოლაპარაკებების კარის გასაღებად საჭირო გამბედაობის“ იმედი გამოთქვა.
„დაე, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით, მოლაპარაკებების, დიალოგისა და შეხვედრების კარის გასაღებად საჭირო გამბედაობა იყოს“, - განაცხადა რომის პაპმა.