უცხოეთი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის ხუთ რეგიონზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

 საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ 21 დეკემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 42 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ „ტელეგრამ”-არხზე გავრცელებული ინფორმაციით, 20 დრონი ორლოვის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა, რვა უპილოტო საფრენი აპარატი – როსტოვისა და ბრიანსკის ოლქების თავზე, ხუთი – კურსკის ოლქის თავზე და ერთი – კრასნოდარის მხარის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

მანამდე, ორლოვის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი კლიჩკოვმა დაწერა, რომ დასახლება სტალნოი კონზე კვლავ თავდასხმა განხორციელდა. შედეგად ნავთობ ბაზაზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს.

როსტოვის ოლქში, რეგიონის დროებითი მმართველის ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ტაგანროგთან და ნოვოშახტინსკთან, სადაც ასევე არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. როსტოვის მცხოვრებლები იტყობინებოდნენ აფეთქებების მსგავსი ხმების შესახებ.

დაზარალებულების შესახებ ოფიციალური განცხადებები არ არის.

1tv.ge