პოლიტიკა
პუტინმა დასავლეთს მაღალტექნოლოგიური დუელის ჩატარება შესთავაზა

 საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. მოდით, ჩავატაროთ მაღალტექნოლოგიური დუელი „ორეშნიკსა“ და დასავლურ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს შორის, მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლელ ექსპერტებს მოსკოვში მიმდინარე დიდი პრესკონფერენციის ტრიბუნიდან.

დაე, მათ, ვისაც ანალიზისთვის ფულს უხდიან, შემოგვთავაზონ ჩვენც და შესთავაზონ დასავლეთსა და აშშ-საც, რომ ჩავატაროთ ოცდამეერთე საუკუნის მაღალტექნოლოგიური დუელი. აირჩიონ კიევში რაიმე სამიზნე ობიექტი, განათავსონ იქ მთელი თავიანთი ანტისაჰაერო და ანტისარაკეტო სისტემები, ჩვენ კი „ორეშნიკით“ დავარტყამთ და ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ასეთი ექსპერიმენტისთვის მზად ვართ“, - განაცხადა მან.

პუტინი დარწმუნებულია, რომ მოწინააღმდეგეს „ორეშნიკის“ ჩამოგდების შანსი არ აქვს. მისი თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში განთავსებული უახლესი ანტისარაკეტო სისტემებიც კი ვერ მისწვდებიან მას.

რუსეთის პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე ქვეყნის ბირთვული დოქტრინის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ არ იცის, სწორად გაიგო თუ არა დასავლეთმა რუსულ დოქტრინაში შესული ცვლილებები.

არ ვიცი, როგორ გაიგეს. ეს მათ უნდა ჰკითხოთ“, — აღნიშნა პუტინმა.

ვლადიმირ პუტინი 2001 წლიდან თითქმის ყოველწლიურად ატარებს პირდაპირ ხაზებსა (18-ჯერ) და დიდ პრესკონფერენციებს (16-ჯერ). 2020 წელს ამ ორი ფორმატის გაერთიანება გადაწყდა და ვინაიდან ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა, 2023 წლიდან ამ ღონისძიებას ახალი სახელი ეწოდა — „წლის შედეგები ვლადიმირ პუტინთან ერთად“.