უცხოეთი
„უოლ სთრით ჯოურნალი“ - თურქეთი სირიაში, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ამზადებს

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. თურქეთი სირიაში, სავარაუდოდ, ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ამზადებს, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯოურნალი“ წერს.

ამერიკული გამოცემა ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთი და მისი მოკავშირე სამხედრო ჯგუფები სირიის საზღვართან სამხედრო ძალებს აგროვებენ.

გავრცელებული ცნობით, სამხედრო ფორმირება მოიცავს თურქულ სპეცრაზმს, არტილერიას და პროსამთავრობო მილიციის მებრძოლებს, რომელიც კონცენტრირებული არიან ქალაქ ქობანის მახლობლად.

ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს შეიძლება იყოს ფართომასშტაბიანი შეტევის დასაწყისი სირიელი ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

აშშ-ის მთავრობის წევრები ვარაუდობენ, რომ ოპერაცია, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს.

1tv.ge