პუბლიკაციები
ახალი სკანდალი! სალომე და მამამისი ლევონ ზურაბიშვილი ცნობილი ბანდერელები იყვნენ!

    14 დეკემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი მათ ლეგიტიმურად არ ცნობს და პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. 9 დეკემბერს კი ქართულ საზოგადოენაში სკანდალი ატყდა საქინფორმის პუბლიკაციის „საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Gestapo officialგამო. როგორც გაირკვა, საქართველოში არ იცოდნენ, რომ ნაპრეზიდენტალი სალომეს წინაპრები მამისა და დედის მხრიდან გამოჩენილი ნაცისტები გესტაპოელები იყვნენ, ბაბუა - საიდუმლო პოლიციის უფროსი, ხოლო სალომეს დიდედა მამის, ლევონ ზურაბიშვილის მხრიდან, სომეხი ნინო მარკარიანი გახლდათ.

   დღეს საქინფორმი სალომეს ბიოგრაფიის შესახებ ახალ ფაქტებს ავრცელებს, მაგრამ არა მხოლოდ მის წინაპრებზე, არამედ მასზეც, საქართველოში ხომ არ იციან, რომ სალომეს ზურაბიშვილი და მამამისი ლევონი ცნობილი ბანდერელები იყვნენ.

   მკითხველის წინაშეა ძველი შავთეთრი ფოტოსურათი (№1) რომელზე ვხედავთ პრეზიდიუმის მაგიდას და მაგიდასთან ექვს ადამიანს. გოგონა დგას და რაღაც დოკუმენტს კითხულობს. ეს გახლავთ „АБН-ის, ანუ „ხალხთა ანტიბოლშევიკური ბლოკის“ კონფერენცია ლონდონში 1973 წლის აგვისტოში, მისი ახალგაზრდული ფრთის სხდომა. ფოტოზე შესამჩნევია, რომ გოგონას მოწყენილი გამომეტყველებით უსმენს ოთხი ახალგაზრდა, მეხუთე კი ახალგაზრდა აღარ არის, სათვალეს ატარებს და მომხსენებელს ინტერესით უყურებს. ფოტო უკვე მრავალი წელია „АБН -ის ვებსაიტზე დევს - რესურსის დომენია "ua" (უკრაინა), თუმცა თავად ორგანიზაცია ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიშალა.

   „ცივი ომის“ დროს „АБН იყო ანტისაბჭოთა ემიგრანტების თავშესაყარი სსრკ-ის რესპუბლიკებიდან. იგი შეიქმნა 1943 წელს „ОУН“-ის, ანუ "უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის" ხელმძღვანელების მიერ. სათვალიანი კაცი არის „АБН -ის უცვლელი (1946 წლიდან 1986 წლამდე) ხელმძღვანელი იაროსლავ სტეცკო, სტეპან ბანდერას პირველი მოადგილე და მარჯვენა ხელი. 1941 წელს სტეცკომ შექმნა პროფაშისტური "უკრაინის სახელმწიფო გამგეობა" და მიწერა მადლიერების წერილები ადოლფ ჰიტლერს (ციტატა): "მე მხარს ვუჭერ ებრაელების განადგურებას და უკრაინაში გერმანული მეთოდების დანერგვის მიზანშეწონილობას...".

   აი მომხსენებელი გოგონა კი... როგორც აღნიშნულია კონფერენციის მასალებში და ანგარიშში, „მოხსენებით გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი. დიახ დიახ, საქართველოს მიმავალი პრეზიდენტი! მისი ამოცნობა სტუდენტური ბარათის ფოტოთიც შესაძლებელია: „Zourabichvili Salome Nino, დაბადებული 1952 წელს, საფრანგეთის მოქალაქე. სწორედ ის, ვინც 50 წლის შემდეგ შეეცდება საქართველოში  თავისი წილი ძალაუფლება შეინარჩუნოს და მზადაა თბილისში ახალი სისხლიანი „მიდანი“ მოაწყოს, რათა ორბელიანების სასახლე, სადაც 6 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა, არ დატოვოს. მაშინ კი, 1973 წელს, იგი მხოლოდ 21 წლის იყო და უკრაინელი ნაცისტების საზოგადოებაში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზწყალში. რა გასაკვირია, რომ დღეს მას დიდი სიმპათია გააჩნია კიევის რეჟიმის მიმართ, თუმცა გასაკვირია ფაშისტი ბიძების ხელში გაზრდილის სიყვარული ებრაელი ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ...

    ქვემოთ საქინფორმი შეავსებს ინფორმაციას ზურაბიშვილის წინაპრების შესახებ, რომელიც პირველად 9 დეკემბერს გაავრცელა. მაშ ასე:

  აქ არის კიდევ ერთი, მაგრამ უკვე უფრო ცნობილი ფოტო (№ 2): კოსტუმში გამოწყობილი ორმოცამდე წლის ულვაშებიანი მამაკაცი გარშემორტყმულია გესტაპოსა და აბვერის ოფიცრებით. სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვერც ამ ფოტოს და ვერც ამ კაცზე ინფორმაციას ნახავთ. ეს, როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, არის მიხეილ კედია, საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბიძა, ანუ დედის ღვიძლი ძმა.

კედია ვაჭარი იყო, ის ოჯახთან ერთად დასავლეთში გაიქცა მას შემდეგ, რაც საქართველო სსრკ-ს შეუერთდა. ჯერ თურქეთი გახდა მისი ნავსაყუდელი, შემდეგ - საფრანგეთი. 1930-იან წლებში წერდა ჩანახატებს ემიგრანტულ ანტისაბჭოთა გაზეთში „კავკასია“. ოჯახის დანარჩენი წევრების მსგავსად, კედიაც პარიზში დაფუძნდა და დიდი ენთუზიაზმით მიესალმა გერმანული ჯარების შემოსვლას. მოგვიანებით მან ეს თავად აღიარა შშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) მიერ დაკითხვის დროს, აი ამონარიდი 1945 წლის 4 ივლისით დათარიღებული ოქმიდან: „1941 წლის აპრილში შევიტყვე, რომ გერმანიასა და სსრკ-ს შორის სადაცაა ომი დაიწყებოდა. იმ მომენტიდან გერმანელებს ვუთხარი, რომ მათთან ვიყავი“.

   CIA-ს განსაიდუმლოებულ მასალებში არის უამრავი დოკუმენტი, სადაც მოხსენიებულია მიხეილ კედია, ის მხარს უჭერდა საოკუპაციო ხელისუფლებას როგორც სიტყვებით, ასევე ფულით. არსებობს ცნობები გესტაპოს და აბვერთან თანამშრომლობის თაობაზეც, რის შესახებაც დაწვრილებით იტყობინებოდა საქინფორმი პირველ პუბლიკაციაში. ის ასევე მონაწილეობდა ბოევიკების გადაბირებაში სპეცბატალიონისთვის "ბერგმან", რომელშიც შედიოდნენ ემიგრანტები კავკასიის სამივე საბჭოთა რესპუბლიკებიდან (ამონაწერი ოქმიდან): „ომის გამოცხადებისას 195 ქართველი ჩაირიცხა გერმანულ არმიაში სსრკ-ს წინააღმდეგ საბრძოლველად. სწორედ ჩემი მეშვეობით დაიქირავეს ისინი. ჩვენ გერმანია აღმოსავლეთ ევროპის ყველა ხალხის გამათავისუფლებლად აღვიქვამდით“.

   1945 წელს კედიას კოლაბორაციონიზმისთვის საფრანგეთში დევნა დაემუქრა. და საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის ბიძა შვეიცარიაში გაიქცა, სადაც ამერიკელებს დანებდა და აქტიურად სთავაზობდა თანამშრომლობას, მაგრამ ამაოდ, თუმცა ფაშისტებზე მუშაობის გამო პასუხისგებაში არ მიუციათ.

    კედიასთან დაკავშირებული ბოლო ცნობილი დოკუმენტი 1951 წლის აპრილით თარიღდება. ეს არის კითხვარი ჰარვარდის უნივერსიტეტის არქივიდან. იმ დროისთვის ის ჯერ კიდევ ჟენევაში ცხოვრობდა, საფრანგეთში გერმანელებთან თანამშრომლობის გამო გამოძიების ქვეშ მყოფი. მაშინ სსრკ-მ მოითხოვა მისი ექსტრადიცია, მაგრამ შვეიცარიამ უარი თქვა.

   ჰარვარდის კვლევისთვის მიცემულ ინტერვიუში მან წარმოთქვა ფრაზა, რომელსაც მრავალი წლის შემდეგ, ამა წლის იანვარში, დაეთანხმა მისი დისშვილი სალომე: „ჩვენთვის, რუსები, ამას გულწრფელად ვამბობ, არა საბჭოელები, არამედ რუსები იყვნენ და რჩებიან მთავარ მტრებად“.

   სალომე ზურაბიშვილი მეორე ბიძა - მამამისის ძმა ფრანსუა ზურაბიშვილი. ისიც არ განიცდიდა პარიზის ნაცისტურ ოკუპაციას, თუმცა არ არსებობს მონაცემები მისი უშუალო თანამშრომლობის შესახებ ფაშისტებთან. მოგვიანებით იგი გახდა ფილოსოფოსი, ასწავლიდა ლიცეუმში და იყო დოცენტი მონპელიეს პოლ ვალერის უნივერსიტეტში. 2006 წელს მან თავი მოიკლა და დაკრძალულია წმინდა სამების რუსულ ტაძარში პარიზის მე-16 ოლქში.

    არ შეინიშნებოდა ფაშისტებთან უშუალო თანამშრომლობაში სალომეს მამა, ლევონ ზურაბიშვილი, თუმცა ეჭვქვეშ არ დგება, თუ ვის უჭერდა მხარს გერმანიასა და სსრკ-ს შორის ომში ასეთი ძმებისა და ნათესავების პატრონი. ომის შემდეგ ლევონ ზურაბიშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ამ პუბლიკაციის დასაწყისში მითითებულ „ერთა ანტიბოლშევიკურ ბლოკთან“ (АБН), მონაწილეობნახსენები კონფერენციის მუშაობაში ლონდონში. „АБН -ის ვებ-გვერდზე დევს ფოტო, სადაც ლევონ ზურაბიშვილი მაგიდას ზის აბრასთან „Georgia“.

   „ABN“-ის აქტივისტები მაშინ ცდილობდნენ ყოფილიყვნენ „რომის პაპზე მეტად წმინდანნი“ და შეეჩერებინათ დაძაბულობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. „სსრკ-სა და თავისუფალ დასავლურ ქვეყნებს, განსაკუთრებით აშშ-სა და გფრ-ს შორის დადებული ხელშეკრულებები, აძლიერებს რუსეთის იმპერიის სამხედრო პოტენციალს, იწვევს რუსული ტერორის გაძლიერებას სსრკ-ის მიერ დამონებულ ქვეყნებში“ - ესაა ამონარიდი წერილიდან, რომელიც აღნიშნული ლონდონის კონფერენციის მონაწილეებმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალეკ დუგლას-ჰუმს გაუგზავნეს. ხელმომწერთა შორის არის ლევონ ზურაბიშვილი, რომელმაც თავისი ბანდერული იდეებით ქალიშვილი სალომეც დაავადა.

ამიტომაც მის შემდეგ პრეზიდენტის - თავადი ორბელიანების სასახლე უნდა გაიწმინდოს ნაცისტური და ბანდერული ინფექციისგან.

2024 წლის 16 დეკემბერი
საქართველო, თბილისი
საქინფორმი

ასევე ამ თემაზე წაიკითხეთ: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Gestapo official