საზოგადოება
ალექსანდრ ვუჩიჩი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და სერბეთში ვიზიტით იწვევს

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ, წარმატებით და გონივრულად შეასრულოთ თქვენ წინაშე მდგარი საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობები. დარწმუნებული ვარ, თქვენი დაუღალავი ძალისხმევით საქართველოს მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის გაამართლებთ გამოცხადებულ ნდობას, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის მიხეილ ყაველაშვილისადმი მილოცვაშია აღნიშნული.

ვუჩიჩის თქმით, იმედოვნებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობა ახალ შესაძლებლობებს შექმნის სერბეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

იმ დროს, როდესაც მსოფლიო მრავალ, რთულ და კომპლექსურ გამოწვევებს უმკლავდება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა ქვეყნის ლიდერი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაზე იყოს ორიენტირებული. ამ გზაზე სერბეთის სახით საიმედო პარტნიორი და მეგობარი გეყოლებათ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნები განაგრძობენ მეგობრული ურთიერთობების განვითარებას. მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობისთვის ერთობლივი ძალისხმევა იქნება პრიორიტეტი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც გაძლიერდება საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ურთიერთმხარდაჭერით.

იმედი მაქვს, რომ თქვენი მანდატი ახალ შესაძლებლობებს შექმნის სერბეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ამიტომ გიწვევთ მეგობრულ სერბეთში ვიზიტით, რაც დამატებით იმპულსს მისცემს ჩვენი ყოვლისმომცველი ურთიერთობების გაძლიერებას“, – აღნიშნულია პრეზიდენტ ვუჩიჩის მილოცვაში.