სამართალი
საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. აქციას ცოტა ხნის წინ შეუერთდნენ საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარებიც, მათ შორის რასა იუკნევიჩიენე, მიჰალ ჩერბა, ტობიას კრემერი, სერგეი ლაგოდინსკი.
აქციის მონაწილეები ევროპარლამენტარებს ტაშით შეხვდნენ. ევროპარლამენტარებმა აქციაზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ააფრიალეს. ისინი მიესალმნენ აქციაზე მყოფებს, გადაიღეს ფოტოები.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. ასევე აქციის მონაწილეების მოთხოვნაა აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.