სამართალი
საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან,
ოპოზიციურ პარტიებთან. ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან!
დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან”, - წერს იუკნევიჩიენე.
იუკნევიჩიენეს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოში მას გარდა ასევე ჩანს ევროპარლამენტარი რენიე ვან ლანშოტი.