სამართალი
შსს-ს ცნობით, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში  განუცხადეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მამაკაცს ხელი ჰკრეს, რის შემდეგაც ის ლიანდაგებში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.