უცხოეთი
გალუზინი: საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა აშშ-ს გულძმარვას მართებს

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა ქართული ოცნების პოლიტიკა კვლავ შეაქო, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკა "გულძმარვას" იწვევს აშშ-სა და ევროკავშირში.

"საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და უზრუნველყოფაზე, პირდაპირ იწვევს გულძმარვას ვაშინგტონში, ევროკავშირსა და დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში"- თქვა გალუზინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გალუზინმა ასევე დაამატა, რომ, მისი აზრით, "შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდეს".

"ვაშინგტონისა და ბრიუსელის კომენტარებიდან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმები შესაძლოა გაგრძელდეს" - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

როგორც წერს რუსული სამთავრობო მედია РИА Новости, გალუზინის აზრით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ეროვნული ინტერესებისკენ მიმართული პრაგმატული კურსის დასაცავად ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

tabula.ge