უცხოეთი
ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს შეხვდა

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორბანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ორბანი წერს, შეხვედრა მარ-ა-ლაგოში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.

„აშშ დღეს. მომავალი დაიწყო“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

ორბანის ცნობით, დონალდ ტრამპის გარდა, ის ილონ მასკსა და მაიკლ უოლცსაც შეხვდა. მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპმა სამთავრობო ეფექტიანობის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაასახელა, ხოლო მაიკლ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მის მრჩევლად განიხილება.

1tv.ge