სამართალი
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს ელჩი დანიგანი სახალხო დამცველს შეხვდა, რათა განეხილა მისი და მისი გუნდის საქმიანობის მნიშვნელობა ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ვინც პასუხისმგებელია სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობაზე, მათ შორის მომიტინგეებზე, მედიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წევრებზე, პასუხი უნდა აგონ.
„დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც სარგებლობდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.