„ძალიან არადამაჯერებელია ხელისუფლების განმარტება, რომ ლონდონის, ვარშავისა და ნიუ იორკის ბირჟებზე მაგისტრალური გაზსადენის აქციების გატანის მიზანი თითქოს მათი ფასის დადგენაა. ამის გაკეთება სხვა გზითაც შეიძლება. სინამდვილეში, ამ ქმედებით ხელისუფლება ადასტურებს, რომ ფინანსურ კრიზისს განიცდის და დამატებითი სახსრები ესაჭიროება. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად კეთდება ყოველივე ეს“, – აცხადებს ხორგუანი.
ამასთან, ის შეახსენებს საზოგადოებას, რომ როცა რამდენიმე წლის წინათ სააკაშვილის ხელისუფლებამ ანალოგიური სურვილი ხმამაღლა გამოხატა, დასავლეთის პოლიტიკური წრეების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა და ამ წინააღმდეგობის გამო, კონკრეტული ქმედებებისგან თავი შეიკავა. „დღეს კი ხელისუფლება ამ განცხადებით აშანტაჟებს დასავლეთს და ეუბნება – თუ არ გინდათ, რომ მაგისტრალური გაზსადენის აქციები რუსული კომპანიების ხელში აღმოჩნდეს, მაშინ ეს აქციები თავად შეიძინეთ“, – აცხადებს „ქართული პარტიის“ წევრი, რომლის მტკიცებით, სააკაშვილის ხელისუფლებას ამ ეტაპზე ძალიან სჭირდება ფული ძალაუფლების შესანარჩუნებლად.
საქინფორმი