სამართალი
საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთმა ასადსაც კი ვერ უშველა და თქვენ ვისი იმედი გაქვთ? - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
როგორც სააკაშვილი წერს, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმაც, ვიქტორ იანუკოვიჩმაც დადგა საახალწლოდ ნაძვის ხე და მანაც მიიღო რეპრესიული კანონები.
„იანუკოვიჩმაც დადგა საახალწლოდ ნაძვის ხე, მანაც მიიღო რეპრესიული კანონები, მათ შორის პროტესტებში მონაწილეებისთვის ნიღბების ტარების აკრძალვა.
რუსეთმა ასადსაც კი ვერ უშველა და თქვენ ვისი იმედი გაქვთ?“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.