აქტუალური
სამუშაოების დასრულების შესახებ ინფორმაცია საწარმოს ხელმძღვანელმა გრიგორი ნაგინსკიმ წარადგინა. მისი ინფორმაციით, გვირაბის რეკონსტრუქციისთვის რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 2,8 მილიარდი რუბლი დაიხარჯა. სამუშაოთა დარჩენილი ნაწილი, რომლის ხარჯიც 1,6 მილიარდ რუბლს შეადგენს, ცხინვალის ხელისუფლებაზე გადანაწილდა.
რუსმა მშენებლებმა, ასევე, განახორციელეს გზის 80-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, 12 კილომეტრზე კი ასფალტის საფარის პირველი ფენა დააგეს.
საქინფორმი