საზოგადოება
ნოქალაქევის საჯარო სკოლის ხის ძველი შენობა 1931 წელს აშენდა. ამორტიზებულ შენობას ექსპლუატაციის ვადა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაუვიდა. ამ სკოლის 150 მოსწავლეს მეზობელ სოფელში უხდებოდა სკოლაში სიარული.
სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას სამინისტრო უშუალოდ ადევნებს თვალყურს.
ნოქალაქევის საჯარო სკოლის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, პარლელურად ხდება ეზოს მოპირკეთება – შემოღობვა, სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით, ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, სპორტული დარბაზი და ღია სპორტული მოედანი. სკოლა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსაც მოემსახურება და ამით ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.
საქინფორმი