აქტუალური
ლიეტუვა აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა სალომე ზურაბიშვილს თავშესაფარს მისცემს

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საჭიროების შემთხვევაში ლიეტუვა თავშესაფარს მისცემს საქართველოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას უფროსმა მრჩეველმა, აასტა სკაიუსგირიტემ გააკეთა.

მისივე თქმით, ლიეტუვა თავშესაფარს მისცემს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

ბუნებრივია, ლიეტუვა თავშესაფარს მისცემდა, თუ ასეთი საჭიროება იარსებებდა, მაგრამ ამჟამად პრეზიდენტ ზურაბიშვილს ძალიან მკაფიოდ აქვს განმარტებული, რომ იგი იქნება თბილისში თავის ხალხთან ერთად“, – განაცხადა სკაიუსგირიტემ.