რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქოში ქართველ, აფხაზ, ოს, ასევე, მსოფლიოს შვიდი ქვეყნიდან ჩამოსულ ბავშვებს შეხვდა.
„ერთად დავანგრიოთ უნდობლობისა და სიძულვილის კედელი“, – ბრძანა პატრიარქმა შეხვედრაზე.
ამასთან, უწმიდესმა ბავშვები, რომლებიც საქართველოს პროექტი „საერთაშორისო საზაფხულო სკოლის“ ფარგლებში ეწვივნენ, დალოცა და თითოეული მათგანი საგალობლების კომპაქტდისკებით დაასაჩუქრა.
საქინფორმი