საზოგადოება
პრეზიდენტის რჩეულებზე დახარჯული ათასები

xarji

როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში ზუგდიდიდან იტყობინება, უკრაინული ჯგუფი „JAZZEX BAND“-ის ზუგდიდში გამართული კონცერტი, რომელიც არცთუ დიდი პოპულარობით გამოირჩევა საკუთარ ქვეყანაში, ადგილობრივ ბიუჯეტს 20 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.

უკრაინული ჯგუფი „JAZZEX BAND“-ის პირველი კონცერტი საქართველოში მესტიაში საშობაოდ – 2011 წლის 8 იანვარს, ჩატარდა. მესტიის საშობაო საღამოს მაშინ ნაციონალური არხები მთელი კვირის განმავლობაში აპიარებდნენ. კონცერტი პირდაპირ ეთერში აჩვენა ტელეკომპანია „იმედმა“. 8 იანვარს კონცერტს ქართველ მაღალჩინოსნებთან ერთად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. პრეზიდენტმა მაშინ უკრაინელების შოუს დაწყებამდე მესტიაში უკრაინული არაყი და ლორი დააგემოვნა, შემდეგ კი უკრაინელ შოუმენებთან ერთად „ავთერფართში“ მიიღო მონაწილეობა და რჩეულებთან ფოტოებიც გადაიღო.

პრეზიდენტის რჩეულ უკრაინელ შემსრულებლებს საქართველოში ვოიაჟი ამით არ დაუსრულებიათ. ამჯერად ჯგუფი ბათუმის ჯაზფესტივალზე გამოვიდა. 22 ივლისს კი მათი კონცერტი ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა. სააკაშვილმა რჩეულების კონცერტი ადგილობრივ ბიუჯეტს 20 ათას ლარზე მეტი დაუსვა.

აღსანიშნავია, რომ  „JAZZEX BAND“ 2005 წელს უკრაინაში შექმნა ექვსმა მუსიკოსმა. სოციალურ ქსელ „youtube“-ზე მათი მხოლოდ რამდენიმე ვიდეოჩანაწერი იძებნება.

 

საქინფორმი