საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. „ქართულ ოცნებად“ წოდებულმა რუსულმა კოშმარმა იცოდა, რომ ევროპარლამენტის უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მისია, რომელიც გამოავლენდა, რომ 26 ოქტომბერს მათ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ დაასწრო „ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებას და თავად გაწყვიტა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი.
„ქართულ ოცნებად“ წოდებულმა რუსულმა კოშმარმა იცოდა, რომ ევროპარლამენტის უმძიმესი რეზოლუციის შემდეგ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მისია, რომელიც გამოავლენდა, რომ 26 ოქტომბერს მათ ჩაატარეს რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ დაასწრეს ამ გადაწყვეტილებას და თავად გაწყვიტეს ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი. რას ვაკეთებთ ჩვენ? ან ვიბრძვით, ან ვბარდებით რუსეთს – არჩევანი ჩვენია“, – დაწერა თინა ბოკუჩავამ.