აქტუალური
იაგო ხვიჩია: პროტესტის სათავეში კვლავ არასწორი ხალხი აღმოჩნდება

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა გახვიდე ქუჩაში, მაგრამ, ამავდროულად, კიდევ ერთი აქცია, რომელიც განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგან თავიდანვე ცხადია, რომ პროტესტის სათავეში კვლავ არასწორი ხალხი აღმოჩნდება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხვიჩია წერს, „მხოლოდ საღი აზრის ხალხის დისკუსიაში გამოჩნდება ის, თუ რა იდეას და რა ფორმით აჰყვება ხალხი“.

ამას ახლა ალბათ აღარაფერი ეშველება, რადგან ამ არასწორებს მისცა ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა. გვინდა, რამე შევცვალოთ? უარი უნდა ვთქვათ მედია და პოლიტიკურ ნაგავზე, გავასუფთაოთ გარემო და მოვითხოვოთ საღი აზრის შემოტანა საჯარო დისკუსიაში, რომელიც ახლა დაბლოკილია „ვიეტნამელი“ პოლიტიკოსებით და ჟურნალისტებით. მხოლოდ საღი აზრის ხალხის დისკუსიაში გამოჩნდება ის, თუ რა იდეას და რა ფორმით აჰყვება ხალხი. არანაირი გარანტია არ არსებობს იმის, რომ ამ დისკუსიაში ის პოლიტიკური ძალები გაიმარჯვებენ, ვინც მედიასაშუალებებს ფლობენ, მაგრამ არსებული მედიარეჟიმით, სადაც ხაზარაძე გენიოსია და გვარამია – გმირი, არაფერი გამოვა, რაც არ უნდა მხარდაჭერა მივიღოთ გარედან. თუმცა უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ ვიდრე კოლექტიური „ინგაგრიგოლიობითაა“ დაკავებული საჯარო სივრცე, შანსი არაა, რამე გამოვიდეს. ამაზე დგას „ქოცობა“ 12 წელია და სულ იდგებიან, ვიდრე თავად ხალხი არ იტყვის უარს ამაზე გასაგებად და მკაფიოდ“ , – წერს იაგო ხვიჩია.