სამართალი
დედოფლისწყაროში დაკარგული 27 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

asaswrafoრადიო „ჰერეთის“ ინფორმაციით, ცხედარი თავისავე საცხოვრებელ სახლთან მდებარე მიტოვებულ შენობაში იპოვეს. გვამი მეზობლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს. მათი თქმით, გვამთან ახლოს სხვადასხვა დასახელების მედიკამენტებიც ეყარა.

ახალგაზრდა მამაკაცი დედოფლისწყაროში რამდენიმე დღის წინათ დაიკარგა. ჯერჯერობით უცნობია მისი გარდაცვალების მიზეზი. ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

საქინფორმი