საზოგადოება
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისში, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
აქციის მონაწილეებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მათ დროებით დაშლისკენ მოუწოდა.
ჯაფარიძის განცხადებით, დღეს ან ხვალ მოიფიქრებენ ისეთ რამეს, რაც ხელისუფლებისთვის სიურპრიზი იქნება და მათ მწყობრიდან გამოიყვანს.
ტერიტორია დატოვეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.