უცხოეთი
ჩინეთის საგარეო მინისტრი - ჩინეთი მზადაა, რუსეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიეროს

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ჩინეთი რუსეთთან ერთად მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის ახალი იმპულსის მიცემას, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩინეთი მზადაა, იმუშაოს რუსეთთან თანამშრომლობისა და კავშირის შემდგომი გაძლიერების მიზნით, ხელი შეუწყოს რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის ახალი იმპულსის მიცემას და შესაბამისი წვლილი შეიტანოს ორივე ქვეყნის განვითარებასა და აღორძინებაში და გლობალური მმართველობის რეფორმაში“, - განაცხადა ვანგ იმ.

ცნობისთვის, რუსეთისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდნენ, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარეობს.

interpressnews.ge