საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცესკო-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მომართვის საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობაში მიმდინარე არჩევნების შემაჯამებელი სხდომის დროს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ამ დროისთვის დაუდგენელი თხევადი სითხე შეასხა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების მსვლელობისას ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.