უცხოეთი
მედია - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიცია“ დროებითი „მთავრობის“ შექმნას გეგმავს

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკოორდინაციო საბჭო დროებით მთავრობას შექმნის, - ამის შესახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-ს აფხაზეთის ე.წ. „ოპოზიციის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თემურ გულიამ განუცხადა.

„თუ პრეზიდენტი საღამომდე არ გადადგება, საკოორდინაციო საბჭოსგან მოვაწყობთ დროებით მთავრობას, მოვუწოდებთ ყველა საჯარო მოხელეს მუშაობისკენ, უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებს და გავაკონტროლებთ საჯარო მმართველობის პროცესს“, - განაცხადა გულიამ.

მისი თქმით, „ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ცხოვრება“.

„ხვალ ორშაბათია, ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი ასე დავტოვოთ, რადგან ვფიქრობთ ხალხზე და სახელმწიფოზე, რომელმაც უნდა იცხოვროს ამისთვის საჯარო მოხელეებმა უნდა დაიკავონ თავიანთი სამუშაო ადგილი და იმუშაონ“, - აღნიშნა გულიამ.

interpressnews.ge