საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის პირად გვერდზე წერს.
ამასთან, მისი თქმით, ეამაყება თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მიმართ გერმანიის მხარდაჭერა.
„აღვნიშნავთ ბუდესვერის [გერმანიის შეიარაღებული ძალები] დაარსების დღეს საპატიო სტუმართან, თავდაცვის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ბრიგადის-გენერალ ჭიჭინაძესთან.
მეამაყება გერმანია-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებისთვის გერმანიის მხარდაჭერა. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკა შემაშფოთებელია გერმანიისთვის და საქართველოში ზოგიერთი დიდი სამხედრო პროექტის გაუქმება გამოიწვია”, - წერს ფიშერი.