საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტი ვართ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ჩვენ, საქართველოში არჩევნები მოიგო პროევროპულმა მოძრაობამ და ჩვენ ვაპირებთ, ეს არჩევნები დავიცვათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადება დოლიძემ ცესკო-სთან გააკეთა, სადაც აქცია „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ გაიმართა.
„დღეს გამოჩნდა ძალიან კარგად კალანდარიშვილის შეშინებული თვალები, მშვიდობიან მოქალაქეებს არ მიეცათ საშუალება, ელემენტარული განცხადება შეიტანონ. პირველ საპყრობილეს დაემსგავსა საარჩევნო კომისია, ჩაირაზა აქ ჭიშკარი, რაც არის პირდაპირ დარღვევა იმ ამოცანის და ფუნქციის, რაც ამ შენობას აქვს. მათსავე, „ქოცების“ გასაგებ ენაზე, მინდა, ვთქვა, რომ, როგორც ჩანს, ყველა კაცი კაცი არ არის, კალანდარიშვილს ისე ეშინია ას მეტრზე დანახული ქალების, რომ ჩარაზა კარი, გადარაზა ურდულით და გამაგრდა მაგრად ამ შენობაში. ეს არის სასაცილო. საქართველოს პარლამენტი ვართ ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვართ ჩვენ, საქართველოში არჩევნები მოიგო პროევროპულმა მოძრაობამ და ჩვენ ვაპირებთ ეს არჩევნები დავიცვათ“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.