საზოგადოება
საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთს საკმარისი ძალა და საშუალებები აქვს ქვეყანაში წესრიგის უზრუნველსაყოფად, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მისი თქმით, „რესპუბლიკაში ვითარება ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა“.
„აფხაზეთის ხელისუფლება მუშაობს მაგისტრალების იმ მონაკვეთების განბლოკვაზე, რომლებიც ოპოზიციონერებმა გადაკეტეს“, - განაცხადა ბჟანიამ.
აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ე.წ. ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე.