პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი: საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ძლიერი ცვლილებები სჭირდება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ჩაითვალოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ საუბარში განაცხადა.

ვეუბნებოდით საქართველოს მთავრობას, რომ ისინი ევროპული გზიდან უხვევენ. ევროკავშირის წევრობა თუ სურთ, უნდა შეცვალონ მიღებული კანონები, აღმოფხვრან პრობლემები, რომლებიც თვალსაჩინო იყო არჩევნებზე, დაუბრუნდნენ გზას. მათ ძლიერი ცვლილებები სჭირდებათ, რათა ჯერ კიდევ ჩაითვალონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, უკრაინასთან საქმე სულ სხვაგვარად არის.

საერთოდ ვერ ვხედავ რამე მსგავსებას საქართველოსა და უკრაინას შორის. უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა სრულად დაინტერესებულია ევროკავშირის წევრობით, ისევე როგორც უკრაინის საზოგადოება. ეჭვგარეშეა, რომ თქვენს ქვეყანას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკავშირში უკრაინის წევრობა არის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი ვალდებულება ან უსაფრთხოების გარანტია, რომლის შეთავაზებაც შეგვიძლია უკრაინისთვის. საქართველოსთან დაკავშირებით საქმე ნამდვილად სხვაგვარადაა“, – განაცხადა ბორელმა ინტერვიუში.

ევროკავშირი ითხოვს, საქართველოს მთავრობამ გააუქმოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვისა“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონები.