უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღი და მხარდაჭერა სჭირდება

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღი და მხარდაჭერა სჭირდება.

„რუსეთი მხოლოდ ომის გაგრძელებას ისახავს მიზნად და მისი ყოველი დარტყმა უარყოფს რუსეთის ნებისმიერ განცხადებას დიპლომატიის შესახებ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, უკრაინას რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღი და მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების უფრო მყარი მხარდაჭერა სჭირდება, რათა დიპლომატია რეალური და ძლიერი გახდეს.

„პრინციპული გადაწყვეტილებებისა და უკრაინის ძლიერი მხარდაჭერის გარეშე რუსეთს არ ექნება მოტივაცია მშვიდობისკენ სწრაფვისთვის და გააგრძელებს მხოლოდ ახალი სამიზნეების არჩევას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

1tv.ge