საზოგადოება
დევნილების მორიგი აქცია სუბელიანის უწყებასთან

aqcia444სასტუმრო „აფხაზეთში“ მცხოვრები დევნილების საპროტესტო აქცია დღეს, 15:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან გაიმართება.

როგორც დევნილები აცხადებენ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობისგან ითხოვენ ხელისუფლებასთან შუამავლობასა და დახმარებას. მათი განცხადებით, ხელისუფლების შეთავაზება – 10 000-იანი კომპენსაცია ან რუსთავში დროებითი საცხოვრებლებით დაკმაყოფილება, მათთვის მიუღებელია. ისინი ითხოვენ, კომპენსაცია იყოს რეალური, რა თანხითაც თბილისის მასშტაბით საცხოვრებელ ბინებს შეიძენენ და არ გაუუარესდებათ მდგომარეობა.

ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ოფისში დევნილთა ნაწილის შეხვედრა გუშინ გაიმართა, რომელზეც მათ ხელისუფლებასთან შუამავლობის პროცესში დახმარება ითხოვეს.

 

საქინფორმი